0
0 0
Անձնական գրասենյակ

Գաղտնիության քաղաքականություն

ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, შესვლით, გამოყენებით ან/და ბილეთის შეძენით, თქვენ წერილობით ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. წინამდებარე წესები და პირობები სავალდებულო ძალისაა ყველა შემთხვევაში, წესებსა და პირობებზე დათანხმება ავტომატურად გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკაზე წერილობით თანხმობას.

წესებსა და პირობებზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკასა და „ქუქი-ფაილების პოლიტიკაზე“ თანხმობა ატარებს სავალდებულო ხასიათს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ სრულფასოვნად ვერ ისარგებლებთ ვებ-გვერდით, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ბილეთის შეძენის შესაძლებლობის შეზღუდვით.

მომხმარებელთა / რეგისტრირებულ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.
თანახმაა, რომ ვებ-გვერდის გამოყენების დროს მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია (მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია) დამუშავებულ იქნეს კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ პერსონალური მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

მომხმარებელთა / რეგისტრირებულ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება შესაბამისი მიზნებისთვის აქვს კომპანიას, ან/და კომპანიის მიერ დასახელებულ მესამე პირს, რომელიც ვალდებულია მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნებითა და კონფიდენციალობის დაცვით.  პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა თუ სხვაგვარი დამუშავების წესები განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის მიხედვით.

გარდა აღნიშნული წესებისა და პირობებისა, კომპანიასა და მომხმარებელს / რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის ურთიერთობა წესრიგდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკითა და ქუქი-ფაილების პოლიტიკით.

ვებ-გვერდით სარგებლობის დროსა თუ მის შემდგომ, მომხმარებლებს / რეგისტრირებულ მომხმარებლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კომპანიის საზიანოდ ვებ-გვერდის ნებისმიერი ფორმით გამოყენება, ასევე, ვებ-გვერდის გამოყენება კანონმდებლობის ან/და მესამე პირის საზიანოდ, ვებ-გვერდიდან მიღებული ინფორმაციის უკანონო გამოყენება, კომპანიის თანხმობის გარეშე ვებ-გვერდის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს გარდა კომპანიისთვის მიყენებული ზიანისა, კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრება 1000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით. ასეთ შემთხვევებში კომპანია აგრეთვე უფლებამოსილია წაშალოს/დროებით შეაჩეროს რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი ან/და დაბლოკოს მისი/მომხმარებლის IP მისამართი.

შესაძლოა არსებობდეს ვებ-გვერდთან დაკავშირებული მესამე პირების საიტები, რომელთაც აქვთ თავიანთი გამოყენების წესი და პირობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ქუქიების პოლიტიკა, რაზედაც კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას, მომხმარებელი / რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია თავად შეამოწმოს მესამე პირების საიტების გამოყენების წესი და პირობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ქუქიების პოლიტიკა თუ სხვა დოკუმენტაცია.